- მეცნიერები თვლიან, რომ დიდი პირამიდის წონა 5 მილიონ ტონაზე მეტია, ხოლო მისი აგებისთვის 2 მილიონზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.
- ფართობი რომელსაც პირამიდა იკავებს, 5,15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის 200 მოედანი დაეტევა.
- იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა პეტრეს ტაძარი ორჯერ მოთავსდებოდა დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე.
- ნაპოლეონმა გამოითვალა, რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა მთელი საფრანგეთის გარშემო 3 მეტრის სიმაღლისა და 30 სანტიმეტრის სისქის გალავნის ასაგებად.
- ხუფუს ვაჟმა ხაფრამ ტავისი პირამიდა დაახლოებით ძვ.წ 2520 წელს ააგო. ამ პირამიდის სიმაღლე 143,5 მეტრია.
- მენკაურას პირამიდა, სამ ძირითად პირამიდას შორის უმცირესი იყო. ის დაახლოებით ძვ.წ 2490 წელს აშენდა და სიმაღლეში 65 მეტრს აღწევდა.
- არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ პირამიდის წვერს თავდაპირველად ოქროს ფირფიტა ამშვენებდა. ეს, ალბათ, თვალისმომჭრელი სანახაობა იყო.
Wednesday, 22 April 2015
საინტერესო ფაქტები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment