Wednesday, 27 May 2015

აბუ სიმბელი

დაახლოებით ძვ.წ.1260 წელს ეგვიპტის ფარაონმა რამზეს II-მ აბუ სიმბელის კლდეში ტაძარი გამოაჭრევინა. ტაძრის შესასვლელს რამზეს II-ის ოთხი 20-მეტრიანი ქანდაკება იცავს. ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ მათი მეფე ღვთაება იყო და მას კლდეში გამოჭრილ ტაძარში სამ სხვა ღმერთთან ერთდ სცემდნენ თაყვანს. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ინჟინერებმა ასუანის დიდი კაშხლის აგება გადაწყვიტეს, რომელსაც რეგიონი წყლით უნდა მოემარაგებინა, აბუ სიმბელის ტაძარს ხელოვნური ტბის ფსკერზე სამუდამოდ დამარხვა დაემუქრა. მშენებლებმა მაინც მოახერხეს ქანდაკების შენარჩუნება, რისთვისაც ისინი ტაძარს ჩამოაჭრეს და მთაზე აიტანეს, სადაც მათ წყალი ვერ მისწვდებოდა.
  • 1960-იანი წლები იუნესკომ დააფინანსა საერთშორისო მაშველი ოპერაცია აბუ სიმბელის ტაძრების გადასატანად, რათა ისინი ასუანის კაშხალს არ ადეტბორა.

Sunday, 24 May 2015

სფინქსი

სფინქსი მითიური არსება იყო, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თვი ქონდა. სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით მდებარეობს. ეს უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც კლდის გაშიშვლებული ქანებისგან გამოკვეთეს დაახლოებით ძვ.წ.2500 წელს, პირამიდას იცავს. მისი თავი, სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხაფრას ხატის მიხედვითაა შექმნილი. მოგვიანებით ქანდაკებას თაყვანს სცემდნენ, როგორც მზის ღმერთ ჰარემახეთს. სფინქსი ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული იყო, მაგრამ დღესდღეობით ძალიან დაზიანებულია - ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს, თუმცა შუბლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლოს ნაწილი.

  • სფინქსი სხვადასხვა ქვისგანაა აგებული.მისი ტანი, რომელიც რბილი ქვისაა, უფრო ადრე დაიშალა, ვიდრე თავი.
  • ქანდაკება ამომავალ მზეს გაჰყურებს. მისი წინა თათები ცოტა ხნის წინ აღადგინეს.
  • დაახლ. ახ.წ. 50 გიზას დიდი სფინქსი აღწერა რომაელმა ისტორიკოსმა პლინიუს უფროსმა. მანვე აღწერა ეგვიპტეში არსებული და ეგვიპტიდან რომში გატანილი ძეგლები, კერძოდ, ობელისკები.

მიქელანჯელოს ,,პიეტა"

ხუთი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებული ქრისტეს ქანდაკების სანახავად. ამ არაჩვეულებრივი ქანდაკების სახელი, ,,პიეტა", ,,სინანულს" ნიშნავს. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბეჭდავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა. ხელოვნების ეს შედევრი ტროსკანის თეთრ მარმარილოშია დამოკვეთილი. მისი ავტორი, მიქელანჯელო, ამ ქანდაკების შექმნისას, 1499 წელს, მხოლოდ
25 წლისა იყო.

Saturday, 23 May 2015

ჩაქმულის ქანდაკება

მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენ იცაში მდებარე მეომართა ტაძრის წვერზე ქვის შთამბეჭდავი ქანდაკება წამოწოლილა. ის დაახლოებით ახ.წ. 900-1050 წლებით თარიღდება და, შესაძლოა, ტოლტეკების წვიმის ღმერთს გამოხატავს. ქანდაკებას მკერდზე ჯამი უდევს, რომელშიც, სავარაუდოდ, რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანების გულებს აწყობდნენ. ეს სახელი, ,,ჩაქმული", ქანდაკებას ფრანგმა არქეოლოგმა ოგუსტ ლე პლონჟენმა შეარქვა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩიჩენ იცას შეისწავლიდა. პლონჟენის მტკიცებით, ეს სიტყვა ,,ღმერთვეფხვს" ნიშნავდა. დღეს ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ,,ჩაქმულებს" უწუდობენ.

  • მეომართა ტაძარი ასობით მოჩუქურთმებული სვეტითაა გარშემორტყმული.
  • ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩაქმულის ქანდაკებები მომაკვდავ მეომრებს გამოხატავდნენ, რომელთაც ღმერთებისთვის დედამიწის ამბები მიჰქონდათ.

Friday, 22 May 2015

მაცხოვრის ქანდაკება (იესოს ქანდაკება)

   კორკოვადოს მთაზე, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს გადმოჰყურებს, ქრისტეს შთამბეჭდავი ქანდაკება დგას. 38 მეტრის სიმაღლის ბეტონისა და სტეატიტისგან შექმნილი ეს გიგანტური ქანდაკება, გაშლილი ხელებით თითქოს ქალაქის თავზე ლოცვა-კურთხევას აღავლენს. მისი სიგანეა 30მ, იწონის 600 ტონაზე მეტს. ქანდაკება ინჟინერმა ჰექტორ და სილვამ ააგო 1921 წელს ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთვის აღსანიშნავად. ეს ქანდაკება იქნა აღმართული კათოლიკური ეკლესიის დაფინანსებით. კვარცხლბეკში, რომელზეც იესო დგას, მდებარეობს ტაძარი, სადაც ერთდროულად 150 ადამიანი ეტევა. ტაძარს ქალაქთან ფუნიკულიორი და 220-საფეხურინი კიბე აკავშირებს. 2007 წელს მაცხოვრის ქანდაკება აღიარეს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი.

მეხამრიდი
 ეკლის გვირგვინი, რომელიც მაცხოვრის ქანდაკებას ადგას თავზე მეხამრიდის როლს ასრულებს. მას ელვით მიყენებული დაზიანებისაგან ასევე იცავს სტეატიტი. როდესაც საჭირო ხდება ქანდაკების გაწმენდა, მის გარშემო დროებით იგება ხარაჩოები.

Sunday, 17 May 2015

წმინდა ქანდაკებები

   ადამიანებს ერთიმეორეზე მაღალი, ფართო და მოხდენილი ნაგებობების შექმნის დიდი ნიჭი აქვთ. ათასობით წელია, რაც ისინი ამ საქმიანობას მისდევენ - გავიხსენოთ თუნდაც ძველი ეგვიპტელები და პირამიდები. ადამიანის შექმნილ ნაგებობათაგან ზოგს პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ზოგიც მარტოოდენ გარეგნული სილამაზისათვის არის შექმნილი. მათი დანიშნულების მიუხედავად, მსოფლიოში მრავალი ღირსშესანიშნავი ნაგებობა არსებობს.
   საუკუნეების განმავლობაში მრავალი ერი აგებდა ქანდაკებებს, როლებითაც საკუთარ რწმენას გამოხატავდნენ. ზოგჯერ ამ ქანდაკებებს ადამიანის ფორმა აქვთ, ზოგჯერ - ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის, ზოგჯერ კი - მხოლოდ ცხოველისა. წმინდა ქანდაკებები ხშირად გიგანტური ზომისაა და საკუთარი ძლიერებით მორწმუნეებს აჯადოებს. მაგრამ მრავალი ისეთი ქანდაკებაც კი, რომელთა ზომები ადამიანის ზომებს არ აღემატება, ძლიერ შთამბეჭდილებას ახდენენ ადამიანებზე.
  წმინდა ქანდაკებებია:
1. ჩაქმულის ქანდაკება;
2. მაცხოვრის ქანდაკება;
3. სფინქსი;
4. მიქელანჯელოს ,,პიეტა";
5. ლეშანის გიგანტური ბუდა;
6. აბუ სიმბელი;
7. ნანდის ხარი.

საინტერესო ფაქტები ზევსის ქანდაკებაზე

  • ზევსის ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 466-456 წლებში აშენდა. მის თითოეულ მხარეს 13, ხოლო თითოეულ ბოლოს 6 სვეტი ამშვენებდა. მისი კედლები მობათქაშებული კირქვისაა, სახურავი კი მარმარილოს ფილებისაგან შედგება.
  • ქანდაკების აგებას ფიდიასმა რვა წელი მოანდომა.
  • როგორც ისტორიკოსმა სტრაბონმა გამოთვალა, ზევსს რომ ადგომა შეძლებოდა, თავით ტაძრის სახურავს გაანგრევდა!
  • ქანდაკებისათვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს. სინესრისა და ზაფხულის ხვატისგან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს.
  • თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით, ქანდაკება 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირებოდა.
  • ლეგენდის თანახმად, რომის იმპერატორმა კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა და გააქცია.