Sunday, 24 May 2015

სფინქსი

სფინქსი მითიური არსება იყო, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თვი ქონდა. სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით მდებარეობს. ეს უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც კლდის გაშიშვლებული ქანებისგან გამოკვეთეს დაახლოებით ძვ.წ.2500 წელს, პირამიდას იცავს. მისი თავი, სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხაფრას ხატის მიხედვითაა შექმნილი. მოგვიანებით ქანდაკებას თაყვანს სცემდნენ, როგორც მზის ღმერთ ჰარემახეთს. სფინქსი ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული იყო, მაგრამ დღესდღეობით ძალიან დაზიანებულია - ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს, თუმცა შუბლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლოს ნაწილი.

  • სფინქსი სხვადასხვა ქვისგანაა აგებული.მისი ტანი, რომელიც რბილი ქვისაა, უფრო ადრე დაიშალა, ვიდრე თავი.
  • ქანდაკება ამომავალ მზეს გაჰყურებს. მისი წინა თათები ცოტა ხნის წინ აღადგინეს.
  • დაახლ. ახ.წ. 50 გიზას დიდი სფინქსი აღწერა რომაელმა ისტორიკოსმა პლინიუს უფროსმა. მანვე აღწერა ეგვიპტეში არსებული და ეგვიპტიდან რომში გატანილი ძეგლები, კერძოდ, ობელისკები.

No comments:

Post a Comment