Saturday, 23 May 2015

ჩაქმულის ქანდაკება

მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენ იცაში მდებარე მეომართა ტაძრის წვერზე ქვის შთამბეჭდავი ქანდაკება წამოწოლილა. ის დაახლოებით ახ.წ. 900-1050 წლებით თარიღდება და, შესაძლოა, ტოლტეკების წვიმის ღმერთს გამოხატავს. ქანდაკებას მკერდზე ჯამი უდევს, რომელშიც, სავარაუდოდ, რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანების გულებს აწყობდნენ. ეს სახელი, ,,ჩაქმული", ქანდაკებას ფრანგმა არქეოლოგმა ოგუსტ ლე პლონჟენმა შეარქვა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩიჩენ იცას შეისწავლიდა. პლონჟენის მტკიცებით, ეს სიტყვა ,,ღმერთვეფხვს" ნიშნავდა. დღეს ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ,,ჩაქმულებს" უწუდობენ.

  • მეომართა ტაძარი ასობით მოჩუქურთმებული სვეტითაა გარშემორტყმული.
  • ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩაქმულის ქანდაკებები მომაკვდავ მეომრებს გამოხატავდნენ, რომელთაც ღმერთებისთვის დედამიწის ამბები მიჰქონდათ.

No comments:

Post a Comment