მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი უქსმალი მაიას ხალხმა ააგო ახ.წ. 700-1000 წლებში. მე-15 საუკუნეში ქალაქი დაცარიელდა. ლეგენდის თანახმად, ჯადოქრის 39-მეტრიანი პირამიდა ერთ ღამეში ააგო ღმერთ-ჯადოქარმა იტცამნამ. თუმცა, არქეოლოგიურმა გათხრებმა გვიჩვენეს, რომ ეს პირამიდა ხუთ ეტაპად შენდებოდა. უქსმალის ცენტრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ღვთისმსახურებისთვის, ხოლო მისი განლაგება იმ დროისთვის ცნობილ პლანეტებზე მიანიშნებდა. მაგალითად, პირამიდის დასავლეთი კედლის კიბე წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს ზუსტად ჩამავალი მზისკენ არის მიმართული.
- ნაგებობის დასავლეთი კედლის კიბე დღეს რესტავრირებულია.
- ტაძარში შესასვლელი, ისეა აგებული, რომ შორიდან ჩაკის, მაიას ხალხის წვიმის ღმერთის გიგანტურ ნიღაბს ჰგავს.
- პირამიდის სწორი კედლები რესტავრირებულია და ოვალურ ფუძეს ეყრდნობა.
- პირამიდას ყველა მხრიდან გაუვალი ჯუნგლები აკრავს და არქეოლოგებისათვის საინტერესო მრავალ დეტალს ფარავს.
No comments:
Post a Comment