ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან ახ.წ. მე-2 საუკუნემდე მერეო იმ სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელიც დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. დაახლოებით ძვ.წ. 300 წლიდან ახ.წ.350 წლამდე მეროეს მეფეებს მცირე ზომის ციცაბოკედლებიან პირამიდებში მარხავდნენ.
მეროეს პირამიდები არის უკანასკნელი, რომელთაც სამეფო აკლდამების დანიშნულება ჰქონდათ, ეს პირამიდები იყო ქვიშაქვიშისგან აგებული. როგორც ყველა პირამიდა ეს პირამიდებიც ფარაონისთვის იყო განკუთვნილი, 30 მეტრის სიმაღლისა და მოჩუქურთმებული. მის შუაგულში ულამაზეს კუბოებში მეფეებისა და დედოფლების მუმიფიცირებული ცხედრები ინახებოდა მხსვერპლად შეწირული მსახურების ცხედრებთან ერთად, რომლებიც თავის ბატონებს იმქვეყნად უნდა მომსახურებოდნენ.
1834 წელს იტალიელმა თავგადასავლის მაძიებელმა ჯუზეპე ფერლინიმ მეროეში დედოფალ ამანიშახეტოს სამარხში იპოვა ოქროს სამკაულები - მეროული ძვირფასეულობის უდიდესი კოლექცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე:
No comments:
Post a Comment