Wednesday, 27 May 2015

აბუ სიმბელი

დაახლოებით ძვ.წ.1260 წელს ეგვიპტის ფარაონმა რამზეს II-მ აბუ სიმბელის კლდეში ტაძარი გამოაჭრევინა. ტაძრის შესასვლელს რამზეს II-ის ოთხი 20-მეტრიანი ქანდაკება იცავს. ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ მათი მეფე ღვთაება იყო და მას კლდეში გამოჭრილ ტაძარში სამ სხვა ღმერთთან ერთდ სცემდნენ თაყვანს. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ინჟინერებმა ასუანის დიდი კაშხლის აგება გადაწყვიტეს, რომელსაც რეგიონი წყლით უნდა მოემარაგებინა, აბუ სიმბელის ტაძარს ხელოვნური ტბის ფსკერზე სამუდამოდ დამარხვა დაემუქრა. მშენებლებმა მაინც მოახერხეს ქანდაკების შენარჩუნება, რისთვისაც ისინი ტაძარს ჩამოაჭრეს და მთაზე აიტანეს, სადაც მათ წყალი ვერ მისწვდებოდა.
  • 1960-იანი წლები იუნესკომ დააფინანსა საერთშორისო მაშველი ოპერაცია აბუ სიმბელის ტაძრების გადასატანად, რათა ისინი ასუანის კაშხალს არ ადეტბორა.

Sunday, 24 May 2015

სფინქსი

სფინქსი მითიური არსება იყო, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თვი ქონდა. სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით მდებარეობს. ეს უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც კლდის გაშიშვლებული ქანებისგან გამოკვეთეს დაახლოებით ძვ.წ.2500 წელს, პირამიდას იცავს. მისი თავი, სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხაფრას ხატის მიხედვითაა შექმნილი. მოგვიანებით ქანდაკებას თაყვანს სცემდნენ, როგორც მზის ღმერთ ჰარემახეთს. სფინქსი ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული იყო, მაგრამ დღესდღეობით ძალიან დაზიანებულია - ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს, თუმცა შუბლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლოს ნაწილი.

  • სფინქსი სხვადასხვა ქვისგანაა აგებული.მისი ტანი, რომელიც რბილი ქვისაა, უფრო ადრე დაიშალა, ვიდრე თავი.
  • ქანდაკება ამომავალ მზეს გაჰყურებს. მისი წინა თათები ცოტა ხნის წინ აღადგინეს.
  • დაახლ. ახ.წ. 50 გიზას დიდი სფინქსი აღწერა რომაელმა ისტორიკოსმა პლინიუს უფროსმა. მანვე აღწერა ეგვიპტეში არსებული და ეგვიპტიდან რომში გატანილი ძეგლები, კერძოდ, ობელისკები.

მიქელანჯელოს ,,პიეტა"

ხუთი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებული ქრისტეს ქანდაკების სანახავად. ამ არაჩვეულებრივი ქანდაკების სახელი, ,,პიეტა", ,,სინანულს" ნიშნავს. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბეჭდავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა. ხელოვნების ეს შედევრი ტროსკანის თეთრ მარმარილოშია დამოკვეთილი. მისი ავტორი, მიქელანჯელო, ამ ქანდაკების შექმნისას, 1499 წელს, მხოლოდ
25 წლისა იყო.

Saturday, 23 May 2015

ჩაქმულის ქანდაკება

მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენ იცაში მდებარე მეომართა ტაძრის წვერზე ქვის შთამბეჭდავი ქანდაკება წამოწოლილა. ის დაახლოებით ახ.წ. 900-1050 წლებით თარიღდება და, შესაძლოა, ტოლტეკების წვიმის ღმერთს გამოხატავს. ქანდაკებას მკერდზე ჯამი უდევს, რომელშიც, სავარაუდოდ, რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანების გულებს აწყობდნენ. ეს სახელი, ,,ჩაქმული", ქანდაკებას ფრანგმა არქეოლოგმა ოგუსტ ლე პლონჟენმა შეარქვა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩიჩენ იცას შეისწავლიდა. პლონჟენის მტკიცებით, ეს სიტყვა ,,ღმერთვეფხვს" ნიშნავდა. დღეს ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ,,ჩაქმულებს" უწუდობენ.

  • მეომართა ტაძარი ასობით მოჩუქურთმებული სვეტითაა გარშემორტყმული.
  • ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩაქმულის ქანდაკებები მომაკვდავ მეომრებს გამოხატავდნენ, რომელთაც ღმერთებისთვის დედამიწის ამბები მიჰქონდათ.

Friday, 22 May 2015

მაცხოვრის ქანდაკება (იესოს ქანდაკება)

   კორკოვადოს მთაზე, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს გადმოჰყურებს, ქრისტეს შთამბეჭდავი ქანდაკება დგას. 38 მეტრის სიმაღლის ბეტონისა და სტეატიტისგან შექმნილი ეს გიგანტური ქანდაკება, გაშლილი ხელებით თითქოს ქალაქის თავზე ლოცვა-კურთხევას აღავლენს. მისი სიგანეა 30მ, იწონის 600 ტონაზე მეტს. ქანდაკება ინჟინერმა ჰექტორ და სილვამ ააგო 1921 წელს ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთვის აღსანიშნავად. ეს ქანდაკება იქნა აღმართული კათოლიკური ეკლესიის დაფინანსებით. კვარცხლბეკში, რომელზეც იესო დგას, მდებარეობს ტაძარი, სადაც ერთდროულად 150 ადამიანი ეტევა. ტაძარს ქალაქთან ფუნიკულიორი და 220-საფეხურინი კიბე აკავშირებს. 2007 წელს მაცხოვრის ქანდაკება აღიარეს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი.

მეხამრიდი
 ეკლის გვირგვინი, რომელიც მაცხოვრის ქანდაკებას ადგას თავზე მეხამრიდის როლს ასრულებს. მას ელვით მიყენებული დაზიანებისაგან ასევე იცავს სტეატიტი. როდესაც საჭირო ხდება ქანდაკების გაწმენდა, მის გარშემო დროებით იგება ხარაჩოები.

Sunday, 17 May 2015

წმინდა ქანდაკებები

   ადამიანებს ერთიმეორეზე მაღალი, ფართო და მოხდენილი ნაგებობების შექმნის დიდი ნიჭი აქვთ. ათასობით წელია, რაც ისინი ამ საქმიანობას მისდევენ - გავიხსენოთ თუნდაც ძველი ეგვიპტელები და პირამიდები. ადამიანის შექმნილ ნაგებობათაგან ზოგს პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ზოგიც მარტოოდენ გარეგნული სილამაზისათვის არის შექმნილი. მათი დანიშნულების მიუხედავად, მსოფლიოში მრავალი ღირსშესანიშნავი ნაგებობა არსებობს.
   საუკუნეების განმავლობაში მრავალი ერი აგებდა ქანდაკებებს, როლებითაც საკუთარ რწმენას გამოხატავდნენ. ზოგჯერ ამ ქანდაკებებს ადამიანის ფორმა აქვთ, ზოგჯერ - ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის, ზოგჯერ კი - მხოლოდ ცხოველისა. წმინდა ქანდაკებები ხშირად გიგანტური ზომისაა და საკუთარი ძლიერებით მორწმუნეებს აჯადოებს. მაგრამ მრავალი ისეთი ქანდაკებაც კი, რომელთა ზომები ადამიანის ზომებს არ აღემატება, ძლიერ შთამბეჭდილებას ახდენენ ადამიანებზე.
  წმინდა ქანდაკებებია:
1. ჩაქმულის ქანდაკება;
2. მაცხოვრის ქანდაკება;
3. სფინქსი;
4. მიქელანჯელოს ,,პიეტა";
5. ლეშანის გიგანტური ბუდა;
6. აბუ სიმბელი;
7. ნანდის ხარი.

საინტერესო ფაქტები ზევსის ქანდაკებაზე

  • ზევსის ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 466-456 წლებში აშენდა. მის თითოეულ მხარეს 13, ხოლო თითოეულ ბოლოს 6 სვეტი ამშვენებდა. მისი კედლები მობათქაშებული კირქვისაა, სახურავი კი მარმარილოს ფილებისაგან შედგება.
  • ქანდაკების აგებას ფიდიასმა რვა წელი მოანდომა.
  • როგორც ისტორიკოსმა სტრაბონმა გამოთვალა, ზევსს რომ ადგომა შეძლებოდა, თავით ტაძრის სახურავს გაანგრევდა!
  • ქანდაკებისათვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს. სინესრისა და ზაფხულის ხვატისგან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს.
  • თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით, ქანდაკება 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირებოდა.
  • ლეგენდის თანახმად, რომის იმპერატორმა კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა და გააქცია.

,,ტრანსამერიკის" პირამიდა

   კორპორაცია ,,ტრანსამერიკის" საერთაშორისო შტაბ-ბინა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან-ფრანცისკოს ყველაზე მაღალი შენობა. ეს 48-სართულიანი პირამიდა 1972 წელს ააგეს. მისი სიმაღლე 260 მეტრია, საიდანაც 65 მეტრი ალუმინის პანელებით დაფარულ წვერს უჭირავს, რომლის კენწეროსაც თვითმფრინავების გამაფრთხილებელი შუქი ამშვენებს. შენობა ისეა აგებული, რომ მიწისძვრებს გაუძლოს, ხოლო პირამიდისებრი ფორმის გამო ის ნაკლებად ჩრდილავს ქუჩს. მიუხედავად იმისა, რომ ,,ტრანსამერიკის" პირამიდა ასეთი დიდი ჩანს, მისი ფუძის ფართობი გიზას დიდი პირამიდის ფუძის ფართობის ნახევარზე ნაკლებია.


  • შენობა აგებულია უსაფრთხოების ყოველნაირი ზომის დაცვით. მათ შორისაა გამაფრთხილებელი შუქი თვითმფრინავებისათვის.
  • წვერს ალუმინის პანელები ფარავს, ხოლო მისი ქვედა ნაწილი მექანიკურ მოწყობილებებს შეიცავს.
  • ზედა სართულიდან სან-ფრანცისკოს საოცარი ხედი იშლება, საიდანაც განსაკუთრებით ოქროს ჭიშკრის ხიდი გამოირჩევა.
  • 29-ე სართულიდან ორი ფრთ იწყება, რომლებიც ლიფტებს, კიბეებს და სავენტილაციო მილებს მოიცავს.
  • არქიტექტორმა უილიამ ლ. პერიერმა პირამიდა ბეტონის, მინისა და ფოლადისაგან ააგო. დრეკადი კორპუსი მიწისძვრისას შენობას რყევების ჩახშობის საშვალებას აძლევს.

Saturday, 16 May 2015

სასტუმრო ,,ლუქსორი"



ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას-ვეგასში მდებარე სასტუმრო ,,ლუქსორი" 1993 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა 229 მილონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. სასტუმროს სიმაღლე 107 მეტრია და მასში 4400 ოთახია. 1100-ადგილიანი დარბაზისა და უზარმაზარი კაზინოს გარდა, აქ სტადიონის ზომის საცურაო აუზი და მდინარე ნილოსის იმიტაციაც კი არსებობს, რომლის ნაპირებზეც აქლემების მოლაპარაკე მოდელებს შეხვდებით. აქ ლიფტებიც კი არაჩვეულებრივია და დიაგონალზე, 39-გრადუსიანი დაქანებით გადაადგილდება. შენობის წვერი ისეა განათებული, რომ, ზოგიერთის აზრით, კოსმოსიდანაც კი უნდა ჩანდეს. სასტუმროს კიდევ ერთი საოცრებაა შესასვლელთნ მდგარი სფინქის, რომლის თვალებიც ლაზერის სხივებით ანათებს.

Friday, 15 May 2015

ჯადოქრის პირამიდა

მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი უქსმალი მაიას ხალხმა ააგო ახ.წ. 700-1000 წლებში. მე-15 საუკუნეში ქალაქი დაცარიელდა. ლეგენდის თანახმად, ჯადოქრის 39-მეტრიანი პირამიდა ერთ ღამეში ააგო ღმერთ-ჯადოქარმა იტცამნამ. თუმცა, არქეოლოგიურმა გათხრებმა გვიჩვენეს, რომ ეს პირამიდა ხუთ ეტაპად შენდებოდა. უქსმალის ცენტრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ღვთისმსახურებისთვის, ხოლო მისი განლაგება იმ დროისთვის ცნობილ პლანეტებზე მიანიშნებდა. მაგალითად, პირამიდის დასავლეთი კედლის კიბე წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს ზუსტად ჩამავალი მზისკენ არის მიმართული.

  • ნაგებობის დასავლეთი კედლის კიბე დღეს რესტავრირებულია.
  • ტაძარში შესასვლელი, ისეა აგებული, რომ შორიდან ჩაკის, მაიას ხალხის წვიმის ღმერთის გიგანტურ ნიღაბს ჰგავს.
  • პირამიდის სწორი კედლები რესტავრირებულია და ოვალურ ფუძეს ეყრდნობა.
  • პირამიდას ყველა მხრიდან გაუვალი ჯუნგლები აკრავს და არქეოლოგებისათვის საინტერესო მრავალ დეტალს ფარავს.

ურის ზიქურათი

   უძველესი შუმერის მოსახლეობამ არაერთი პირამიდისებრი ნაგებობა შექმნა, რომელთაც ზიქურათებს უწოდებდნენ. მათ საფეხურებად დალაგებული ფენების სახე ჰქონდათ. ზოგი ზიქურათი იმხელა იყო, რომ მისი ნანგრევები დღემდე, 5000 წლის შემდეგაც კი შემორჩა. ყველაზე სრულყოფილი ზიქურათი ურში ააგეს. ეს ტაძარი ტალახის აგურებით დაახლოებით ახ.წ. 2100 წელს ააშენეს. უკანასკნელ წლებში ურის ზიქურათის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია განხორციელდა. ზიქურათი დიდ განძს ინახავდა, რომელთაც ნაწილი თანამედროვე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.
   

Wednesday, 13 May 2015

მინის პირამიდა

ჩინური წარმოშობის ამერიკელმა არქიტექტორმა ი.მ. პეიმ აღადგინა პირამიდების მშენებლობის ტრადიცია და 1989 წელს ააგო 22 მეტრი სიმაღლის მინის პირამიდა, რომელიც პარიზის ლუვრის მუზეუმის მთავარი შესასვლელია.

Tuesday, 12 May 2015

ტენოჩტიტლანის დიდი ტაძარი

ტენოჩტიტლანი აცტეკების დიდი იმპერიის დედაქალაქი იყო. ქალაქის ცენტრში გალავნიანი მოედანი მდებარეობდა, სადაც მრავალი ტაძარი იდგა. მათ შორის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სიმაღლეში 30 მეტრს აღწევდა, რაც გიზას იდდი პირამიდის სიმაღლის მეხუთედია. პირამიდაზე ორი ტაძარი იდგა, ერთი ჰუიტცილოპოჩტლის, ომისა და მზის ღმერთს ეკუთვნოდა, რომელსაც მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ, რადგან სწამდათ, რომ უამისოდ მზე აღარ ამოვიდოდა. მეორე ტაძარი ტლალოკს, წვიმის ღმერთს ეკუთვნოდა. მისი თაყვანისცემა კარგი მოსავლისთვის იყო აუცილებელი.

კასტილო ჩიჩენ იცაში

   კასტილოს პირამიდა ახ.წ. 900-1200 წლებში აშენდა მაიას ქალაქ ჩიჩენ იცაში, დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე. ღვთისმსახურები რელიგიურ ცერემონიებს პირამიდის წვერზე მდებარე ტაძარში მართავდნენ, სადაც ოთხივე კედელზე მდებარე კიბეებით ადიოდნენ.

Monday, 11 May 2015

მზის პირამიდა, თეოტიუაკანი

ეს მასიური პირამიდა, რომელიც ქალაქ მექსიკოდან 40 კილომეტრითაა დაცილებული, უფრო მეტ ქვას შეიცავს, ვიდრე თვით გიზას დიდი პირამიდა. ის დაახლოებით ახ.წ. 150 წელს აშენდა. პირამიდის სიმაღლე 66 მეტრს აღწევს.

Sunday, 10 May 2015

მეროეს პირამიდები

    ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან ახ.წ. მე-2 საუკუნემდე მერეო იმ სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელიც დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. დაახლოებით ძვ.წ. 300 წლიდან ახ.წ.350 წლამდე მეროეს მეფეებს მცირე ზომის ციცაბოკედლებიან პირამიდებში მარხავდნენ.
 

   მეროეს პირამიდები არის უკანასკნელი, რომელთაც სამეფო აკლდამების დანიშნულება ჰქონდათ, ეს პირამიდები იყო ქვიშაქვიშისგან აგებული. როგორც ყველა პირამიდა ეს პირამიდებიც ფარაონისთვის იყო განკუთვნილი, 30 მეტრის სიმაღლისა და მოჩუქურთმებული. მის შუაგულში ულამაზეს კუბოებში მეფეებისა და დედოფლების მუმიფიცირებული ცხედრები ინახებოდა მხსვერპლად შეწირული მსახურების ცხედრებთან ერთად, რომლებიც თავის ბატონებს იმქვეყნად უნდა მომსახურებოდნენ.
   1834 წელს იტალიელმა თავგადასავლის მაძიებელმა ჯუზეპე ფერლინიმ მეროეში დედოფალ ამანიშახეტოს სამარხში იპოვა ოქროს სამკაულები - მეროული ძვირფასეულობის უდიდესი კოლექცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე:

Saturday, 9 May 2015

დაჰშურის ჩრდილოეთის პირამიდა

   დახრილი პირამიდის მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ მის მახლობლად აიგო ჩრდილოეთის ანუ წითელი პირამიდა. ის პირველი სწორწახნაგოვანი პირამიდაა, რომლის მშენებლობაც წარმატებით დასრულდა. ვარაუდობენ, რომ აქ ხუფუს მამა, სნოფრუა დაკრძალული.





დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე:

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%EE%E7%EE%E2%E0%FF_%EF%E8%F0%E0%EC%E8%E4%E0

დაჰშურის დახრილი პირამიდა

  ეს იყო სწორწახნაგიანი და არა კიბისებრი პირამიდის აგების პირველი მცდელობა. ეს პირამიდა დაახლოებით ძვ.წ. 2560 წელს აიგო. მშენებლობისას აღმოჩნდა, რომ კედელი არასწორი კუთხით იყო დახრილი, ამიტომ პირამიდის ზედა ნაწილი ნაკლებად ციცაბო ააგეს.
   1839წ. ჯონ პერინგმა პირველად გამოიკვლია პირამიდის შიგნითა ნაწილი, მან შეაღწია პირამიდის მაგლითა შემაერთებელ გვირაბში და სამხრეთ კამერაში.
   1946-1949 წლებში აბდელ-სალამ ხუსეინი იმყოფება პირამიდაში, მაგრამ სამწუხაროდ მისი ჩანაწერები დაკარგულია.
   1951-1955 წლებში ახმედ ფახრი იმყოფება პირამიდაში, ის ძირითადად დაინტერესებულია პირამიდის არქიტექტურით.



დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე:
https://ru.wikipedia.org/wiki/Ломаная_пирамида

Friday, 8 May 2015

საკარის კიბისებრი პირამიდა

    ესაა დედამიწაზე აგებული პირველი პირამიდა. ის საკარაში, გიზას სამხრეთით მდებარეობს. კიბისებრი პირამიდა ძვ.წ. 2630-2611 წლებში მეფე ჯოსერისათვის ააგო უდიდესმა არქიტეკტორმა იმჰოტეპმა. არქეოლოგებმა პირამიდის წინ ჯოსერის ბრწყინვალე ქანდაკება, ხოლო პირამიდის მიწისქვეშა დერეფნებში ულამაზესი ჩუქურთმები აღმოაჩინეს. ამჟამად საკარაში მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები.
   1936-1956 წლებში უილიამ ემრიმ საკარაში გათხარა I  და II დინასტიების მოხელეთა მასტაბური სამარხები.

Wednesday, 6 May 2015

მასტაბა

    მასტაბა ბრტყელსახურავიანი აკლდამაა, ამ სამარხების შემცველ აგურის შენობას ალიზისაგან აგებდნენ, ის არქაული ხანიდან არის შემორჩენილი, სადაც მეფის ოჯახის წევრებსა და დიდებულებს კრძალავდნენ. ამავდროულად მასტაბებს აგებდნენ სახელმწიფოს მოხელეების, კარისკაცებისა და სამეფო ოჯახის დაბალი რანგის წარმომადგენლებისათვის. ზოგი მეფის მასტაბა უფრო მცირე სამარხებითაა გარშემორტყმული, რომლებიც მსახურებს ეკუთვნოდა. აკლდამების ეს სახელი არაბულად ,,მერხს" ან ,,სკამს" ნიშნავს.

საოცარი პირამიდები


    პირამიდის ფორმა უძველესი დროიდან მშენებელთა შთაგონების წყარო იყო. საოცარია, მაგრამ იმ ხალხებს, რომლებიც პირამიდების მშენებლობით იყვნენ გატაცებული, მაგალითად, ჩრდილოაფრიკელებსა და ცენტრალური ამერიკის მაცხოვრებლებს, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. პირამიდებს დაახლოებით 5000-წლიანი პერიოდის განმავლობაში აგებდნენ. ზოგ პირამიდაში გარდაცვლილ მეფეებს კრძალავდნენ, სხვებში კი რელიგიურ რიტუალებს მართავდნენ, პირამიდა ხშირად მისი შემქმნელი ცივილიზაციის უდიდესი ნაგებობა იყო და თავისი ზომებით მნახველებს აოცებდა. პირამიდების მარტივი, მაგრამ საოცარი ხედი ყოველთვის ხიბლავდა არქიტექტორებს. მე-20 საუკუნეში აშენდა მრავალი ისეთი შენობა, ოფისებიდან დაწყებული და სასტუმროებით დამთავრებული, რომელთაც პირამიდის ფორმა აქვს. შემოგთავაზებთ პირამიდების იმ სიას რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვს.
  • მასტაბა;
  • საკარის კიბისებრი პირამიდა;
  • დაჰშურის დახრილი პირამიდა;
  • დაჰშურის ჩრდილოეთის პირამიდა;
  • გიზას პირამიდა;
  • ნუბიური პირამიდა მეროეში;
  • მზის პირამიდა, თეოტიუაკანი;
  • კასტილო ჩიჩენ იცაში;
  • ტენოჩტიტლანის დიდი ტაძარი;
  • მინის პირამიდა;
  • ურის ზიქურათი;
  • ჯადოქრის პირამიდა;
  • სასტუმეო ,,ლუქსორი";
  • ,,ტრანსამერიკის" პირამიდა;

ჩემი შესრულებული ნახატი






Sunday, 3 May 2015

ზევსის ქანდაკება

    ძვ.წ. 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა. ქანდაკება, რომელიც რომელიც სამხრეთ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურად აგებულ ტაძარში იდგა, სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა. ქანდაკება მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა, მათ შორის, ერთ ტონა სპილოს ძვალს და ტონაზე მეტ ოქროს. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. ის ტახტზე ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეჩვენებოდა, თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა. ქანდაკება ტაძარში რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა. გადმოცემის თანახმად, ქანდაკების ნაწილები ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა.
    

Saturday, 2 May 2015

პირამიდების კომპლექსი (სლაიდი)

გიზას დიიდ პირამიდა

კაცობრიობის განმავლობაში მრავალი ნაგებობა აშენდა და ეს დღესაც ასე გრძელდება. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში არის განსაცვიფრებელი ნაგებობები რომლებიც ამა თუ იმ კუთხის სიამაყეა. ამათგან ბევრს ჩვენც ვიცნობთ ბევრი კი უცნობია ჩვენთვის. მე გაგაცნობთ ერთ-ერთ უდიდეს და ბრწყინვალე ღირსშესანიშნაობას, გიზას პირამიდას. მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში აგებული გიზას დიდი პირამიდა არსებობს. ის ეგვიპტის IV დინასტიის მეორე მმართველმა ხუფუმ ააგო, პირამიდა მის სამარხს წარმოადგენდა. მართალია ამ პირამიდაში უნად ყოფილიყო ხუფუს სამარხი მაგრამ ის არქეოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს, ვინაიდან მისი მუმია სამარხების მძარცველებმა გაიტაცეს. გიზიას პირამიდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა იყო - მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. ის უდიდეს ქვის ნაგებობად რჩება. პირამიდები აურაცხელ ტურისტს იზიდავს. არქეოლოგიური გათხრები ახლაც მიმდინარეობს.